Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეებმა გააცნობიერონ სიღრმისეულად ილია ჭავჭავაძის პიროვნება და გაეცნონ მის ბიოგრაფიას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ და შეისწავლონ, თუ რა ადგილი უკავია ქართულ მწერლობაში ილია ჭავჭავაძეს, რატომ უწოდა მას ქართველმა ხალხმა თერგდალეული, ძირეულად გაეცნონ ილიას ბიოგრაფიას და შემოქმედებას. მოეწყობა ექსკურსია საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის სანახავად. მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილი ადამიანების მოსაზრებებსა და გამონათქვამებს ილია ჭავჭავაძის პიროვნებისა და მისი შემოქმედების შესახებ. მოაწყობენ გამოფენას სადაც წარმოდგენილი იქნება მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ფოტოკოლაჟი, კედლის გაზეთი, მოაწყონ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მხატვრული კითხვის დღე და ა.შ. შეძლონ კვლევა, მასალების მოძიება ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობა, მიზნობრივი ექსკურსიები.
პროექტის მიზნები: ილია ჭავჭავაძის პიროვნების შესწავლა ძიერეულად. მოსწავლეს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი. შეაყვაროს კითხვა. გამოუმუშავოს ლიტერატურის, როგორც ხელოვნების აღქმის უნარი. გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა. განუვითაროს მოსწავლეებს ჯგუფური მუსაობის უნარ–ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია. შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის ბიოგრფიასა და შემოქმედებას. ამის ფონზე მოსწავლეები გაეცნობიან მის ფასდაუდებელ ღვაწლს სამშობლოსა და ერის წინაშე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბლოგის მომზადება, პრეზენტაციის გაკეთება, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ფურცლები, საწერკალმები, ფორმატები, სახატავი მასალები, ნახატების გამოფენა, მხატვრული კითხვა, ექსკურსიისათვის– ავტობუსი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების გამონათქვამები, წერილები (ყველა საჭირო წიგნი პროექტისათვის).
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კვლევა, მასალის მოძიებათა ძირითადი და დამხმარე ლიტარატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსიები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული– სხვადასხვა საშუალებებით(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი). ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიის გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ისტორია– გაეცნობიან ეპოქას, მეზობელი ქვეყნების ისტორის და ტრადიციებს. გეოგრაფია– გაეცნობიან აღნიშნული ტერიტორიების გეოგრაფიულ მდებარეობას. ხელოვნება– გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს. მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში( ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია). ისტორია– ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება.
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ეთერ ცაგარელი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: etercagareli@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: